ნარმანია: ხმა მივეცი იმ ძალას, რომელმაც უნდა განავითაროს ჩვენი დედაქალაქი

ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა ნომერ 1 საარჩევნო უბანზე არჩევანი გააკეთა. ნარმანიამ ხმა უკეთეს დედაქალაქს მისცა. 

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, დღეს გამარჯვების დღეა. გავაკეთე არჩევანი იმ ძალის სასარგებლოდ, რომელმაც უნდა განავითაროს ჩვენი დედაქალაქი. რომელმაც უკეთესი მომავალი უნდა შეუქმნას ჩვენს პატარებს, თითოეული კატეგორიის ადამიანს. ხმა მივეცი იმ ძალას, რომელმაც უნდა გააკეთოს დედაქალაქში ძალიან ბევრი საქმე, განაშენიანების, ეკოლოგიის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის თვალსაზრისით.

ხმა მიცვეცი იმ ძალას, რომელიც ერთობლივი ზრუნვით, საზოგადოების აქტიური ჩართულობით მოახერხებს იმას, რომ უკეთეს დედაქალაქში აცხოვრებს ჩვენს მომავალ თაობას", - განაცხადა მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა.

კომენტარები