წულუკიანი: ყველანაირი კარუსელი გამორიცხული იქნება

news.ge

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, "საქართველოს ასეთი ზუსტი სია არასდროს არ ჰქონია - ფოტოსურათიანი, გაუყალბებელი და ამ ფოტოების წყალობით, ყველანაირი კარუსელი გამორიცხული იქნება".

თეა წულუკიანის თქმით, საარჩევნო დარღვევებზე ინფორმაციის მიღების შემდეგ, არ არის გამორიცხული, დღეს უწყებათაშორისი კომისიაც შეიკრიბოს.

"თუ საჭირო გახდა, მოვიწვევთ კომისიას, მაგრამ იმედი მაქვს, საგანგებო რეჟიმში შეკრება არ დაგვჭირდება, იმიტომ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია გამართულად მუშაობს, ხალხმა გაიგო, რომ სიმშვიდე მთავარია არჩევნების დღეს და მჯერა, რომ ეს დღე მშვიდობიანად ჩაივლის" - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები