ენმ: საარჩევნო უბნებზე აქტივისტები ქართული ოცნების აგიტაციას ეწევიან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულია დარღვევა. 

წალენჯიხის (25-ე, 26-ე უბნები) და გარდაბნის (55-ე უბანი) საარჩევნო უბნებთან აქტივისტები ქართული ოცნების მაისურებით დგანან - ნათქვამია ენმ-ს განცხადებაში. 

მათი ინფორმაციით, წალენჯიხის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი, ლევან კვარაცხელია, უბნებზე ქართული ოცნების მაისურით დადის.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ წალენჯიხის 25-ე უბნის გარშემო ხალხის დიდი რაოდენობაა და არსებობს უბნის ჩაშლის საშიშროება.

კომენტარები