მარნეულში, 42-ე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს

მარნეულის სოფელ ლეშბაბინში, 42-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებმა კომისიის წევრები ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრაში დაადანაშაულეს. როგორც ტაბულას კორესპონდენტი მარნეულიდან იუწყება, ამავე უბანში დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ კომისიის თავმჯდომარემ ხმის მიცემის ფარულობა დაარღვია. 

ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ამომრჩევლები ხმის მიცემის კაბინაში სხვა ადამიანებთან ერთად შედიან.

კომენტარები