15.00-ზე, ამომრჩეველთა აქტივობა 28,94%-ია, გასულ წელს - 32% იყო

ცესკო

15.00-ის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 952 712 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28,94%-ია.

ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 15.00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 32%-ს შეადგენდა, ხოლო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - 45%-ს.

რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას რეგიონების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობა არის რაჭა-ლეჩხუმში 47%; ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა ამ დროისათვის დაფიქსირებულია თბილისში და 23,8% შეადგენს.

თბილისში ოლქების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობა (26.8%) მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ფიქსირდება, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობაა ისანში, სადაც 15:00-სთვის კენჭისყრაში მონაწილეობა ამომრჩეველთა 20,7%-მა მიიღო. 

კომენტარები