არასაპარლამენტო ოპოზიცია: ყველა რეგიონში კარუსელებისთვის ემზადებიან

არასაპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, "ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის შტაბები ყველა რეგიონში ემზადებიან ფართომასშტაბიანი კარუსელებისთვის“. საარჩევნო ბლოკის განცხადებით, 5 საათიდან დაიწყება „კარუსელების გზით აქტივობის ხელოვნურად აწევა და ხმების გადანაწილება ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას შორის". არასაპარლამენო ოპოზიციის თქმით, "ამგვარი რამ უკვე დაფიქსირდა გასულ საპრეზიდენტო არჩევნებზე და ეს არ იქნება „ნოვაცია“ გაყალბების პროცესში".

საარჩევნო ბლოკი მოუწოდებს სადამკვირვებლო მისიებს, განსაკუთრებით გაამახვილონ ყურადღება და მიიღონ ზომები.

ამასთან, არასაპარლამენტო ოპოზიციის ინფორმაციით, ზუგდიდის ოლქში, სოფელ დარჩელში, N42 უბანზე მათმა წარმომადგენლებმა კენჭისყრის ოთახის გვერდით ოთახში  გაყალბებისთვის გამზადებული 500 ბიულეტენი აღმოაჩინეს.

"კომისიის წევრებს პასუხი არ აღმოაჩნდათ ამ ფაქტზე. ნაცვლად იმისა, რომ კომისიის წევრებს მოეხდინათ აღმოჩენილი ყალბი ბიულეტენების დალუქვა და მტკიცებულების სახით შენახვა, მათ არალეგალური დოკუმენტაცია დაწვეს" - აცხადებს საარჩევნო ბლოკი.

საქართველოი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. კენჭისყრის პროცესი ერთ სამ საათში დასრულდება.

კომენტარები