ISFED: 17:00 საათისთვის დამკვირვებლების მიერ კომისიაში შესულია 62 საჩივარი

სამართლიანი არჩევნების (ISFED) დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 14 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში 48 საჩივარი.

ISFED-ის დაკვირვებით, 15:00 საათიდან 19:00 საათამდე პერიოდში დაფიქსირდა შემდეგი დარღვევები:

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვის - 1 ფაქტი

არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის - 2 ფაქტი

მარკირების შემოწმება/გაკეთების გარეშე ხმის მიცემის - 4 ფაქტი

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება/შევსების - 8 ფაქტი

ამომრჩევლის სიაში არ ყოფნის - 4 ფაქტი

ბიულეტენის არ დამოწმების - 3 შემთხვევა

კომენტარები