NBA 2014 წლის სეზონი

სან ანტონიომ მაიამი დაამარცხა და NBA-ს გამარჯვებული მეხუთედ გახდა

http://www.latimes.com/

NBA-ს ფინალური სერიის მეხუთე თამაშში, სან ანტონიო სპურსმა მაიამი ჰიტი ანგარიშით - 104:87 დაამარცხა და შედეგად, საერთო ჯამში ანგარიში ტექსასელების სასარგებლოდ, 4-1 გახდა.

მაიამი ჰიტმა ტურნირის წინა ორი წლის გათამაშებაში გაიმარჯვა, წელს კი ფინალურ დაპირისპირებაში სპურსთან დამარცხდა. ეს სან ანტონიოსთვის NBA-ს ჩემპიონის მეხუთე ტიტულია.

ფინალურ შეხვედრაში, ისევე როგორც მანამდე გამართულ თითქმის ყველა მატჩში, შესანიშნავად ითამაშა კავაი ლეონარდმა, ვინც ტექსასელებს 22 ქულა და 10 მოხსნა შემატა და საბოლოოდ ფინალების MVP-დ დაასახელეს. 19 ქულა ჰქონდა მანუ ჯინობილის, 17 - პატრიკ მილსს, ერთით ნაკლები ტონი პარკერმა მოაგროვა, ტიმ დანკანმა კი 14 ქულას 8 მოხსნაც დაუმატა. 

რაც შეეხება ჰიტს, მათგან ლებრონ ჯეიმსმა ყველაზე მეტი - 31 ქულა ჩააგდო, რასაც 10 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიამატა. დიდი ტრიოს დანარჩენმა ორმა მონაწილემ, მეფეს მხარი ვერ აუბა, რაც განსაკუთრებით დუეინ უეიდზე უნდა ითქვას.

შედეგად, წლეულს მაიამი ტიტულის გარეშე დარჩა და ახლა მომდევნო სეზონისთვის მზადებას შეუდგება. პრესაში უკვე გაჩნდა რამდენიმე პოტენციური ტრეიდის ვერსია, მათ შორის ყველაზე საინტერესო, ფლორიდულ გუნდში კარმელო ენტონის გადასვლაა. ვარაუდობენ, რომ ყველაფერი უახლოეს კვირებში გაირკვევა.

 

 

კომენტარები