ღვინიაშვილი ენმ-ს დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ღვინიაშვილი ხელისუფლებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 2 აქტივისტის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

ღვინიაშვილის ინფორმაციით, აქტივისტები მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ დედოფლისწყაროს #6 უბანში კომისიის თავმჯდომარის მიერ შემაჯამებელი ოქმის მოპარვის ფაქტი აღკვეთეს. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით დედოფლისწყაროს ოლქში ქართულ ოცნების გამგებლობის კანდიდატმა 87% მიიღო.

კომენტარები