უგულავამ ვიდეომასალა წარადგინა სადაც მარნეულის ორ უბანზე შედეგებს აყალბებენ

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ჟურნალისტებს ფარულად ჩაწერილი ვიდეომასალა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის 52-ე და 25-ე საარჩევნო უბანზე, ყუთებში გამზადებულ ბიულეტენებს ყრიან. როგორც გიგი უგულავამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, უბნებზე თავისუფალი ზონის დამკვირვებლებმა ჩართული ვიდეოკამერა დატოვეს, რომელმაც ასახა როგორ ყრის საარჩევნო ყუთში ბიულეტენებს ნაზიევ ალიევი, გიგი უგულავას თქმით, იგი ქართული ოცნების მარნეულის დეპუტატის ნათესავია და ადგილობრივ ავტორიტეტად ითვლება.

ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობა მოატყუა და მოითხოვს მოიხსნას კანდიდატურა ან მოხდეს ხელახალი გადათვლა. 

კომენტარები