პრეზიდენტის უფლებამოსილება

პრეზიდენტისთვის კიდევ ერთი უფლებამოსილების ჩამორთმევის თემის განხილვა გადაიდო

მთავრობას შოთა რუსთაველის სახელობის და საქართველოს ეროვნულ პრემიებზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. მისივე თქმით, პრემიების საკითხი, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, მისი მინიჭების პრეროგატივა პრეზიდენტისგან პრემიერს გადაეცეს და კულტურის სამინისტროს მიერ იქნა წარდგენილი, მთავრობას არ მიუღია, რადგან ჩაითვალა, რომ ამაზე მსჯელობა იყო საჭირო.

"ამ საკითხის განხილვა ბევრი შეკითხვის გამო გადაიდო და მთავრობას დადგენილება არ მიუღია. ასე რომ, ჩვენ ყველანი კიდევ ვიმუშავებთ ამ საკითხზე", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

საქმე ეხება საქართველოს პრეზიდენტისთვის კიდევ ერთი უფლებამოსილების შესაძლო ჩამორთმევის საკითხს - შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნულ პრემიების მინიჭების პრეროგატივის პრეზიდენტისგან პრემიერმინისტრის ხელში გადასვლას.

კომენტარები