არჩევნები 2014

ბოლო მონაცემებით, გამგებლობის არჩევნების მეორე ტური 13 ოლქში ჩატარდება

0 კომენტარი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის 13:00-ის მონაცემებით, გამგებლობის არჩევნების მეორე ტური 13 თვითმმართველ თემში გაიმართება. ხუთ საარჩევნო ოლქში (ყვარელი, თელავი, თერჯოლა, ხონი, ქობულეთი) გამგებლობისთვის ქართული ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები იბრძოლებენ. ოთხ თვითმმართველ თემში (ტყიბული, მარტვილი, ახმეტა, თიანეთი) ერთმანეთს ქართული ოცნების და ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის გამგებლობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან.

გორის თვითმმართველ თემში გამგებლობის არჩევნების მეორე ტური ქართული ოცნების და ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტიის კანდიდატებს შორის ჩატარდება.

ლანჩხუთში გამგებლობისთვის ქართული ოცნების და საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები იბრძოლებენ, ხოლო ბაღდათში - მმართველი კოალიციის და სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის კანდიდატები.

გამგებლობის არჩევნების მეორე ტური შესაძლოა გაიმართოს ხულოშიც. მმართველი კოალიციის კანდიდატის შედეგი (49.85%) თუ დარჩენილი ორი საარჩევნო უბნის დათვლის შემდეგ არ შეიცვალა, მასთან ერთად, გამგებლობისთვის საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წარმოადგენელი იბრძოლებს.

მცხეთის საარჩევნო ოლქში კი, ქართული ოცნების გამგებლობის კანდიდატს ხმათა 50.34%. ამ ეტაპზე, დასათვლელია რამდენიმე უბანი და თუ აღნიშნული შედეგი კლებისკენ შეიცვლება, ერთმანეთს მმართველი კოალიციის და მერაბ კოსტავას საზოგადოების წარმოდგენილი კანდიდატები დაუპირისპირდებიან.

ამასთან, ცესკოს მონაცემებით, თბილისსა და შვიდ თვითმმართველ ქალაქში მერობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. დათვლილია უბნების უმრავლესობა. ამ დროის მონაცემებით, თბილისში, თელავში, რუსთავსა და ბათუმში ერთმანეთს ქართული ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან, მცხეთაში - ქართული ოცნების და მწვანეთა პარტიის კანდიდატები, გორში ქართული ოცნების და ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტიის კანდიდატები, ხოლო ფოთსა და ოზურგეთში - ქართული ოცნების და საქართველოს პატრიოტთა ალიანსის კანდიდატები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შალვა შავგულიძე

კომენტარები