არჩევნები 2014

ენმ არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს და ორ ახალ ვიდეოს ავრცელებს

0 კომენტარი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არჩევნების გაყალბების ფაქტებთან დაკავშირებით კიდევ ორ ვიდეომასალას აქვეყნებს. საპარლამენტო უმცირესობის წევრების მტკიცებით, მასალაში აღწერილია მარნეულისა და დედოფლისწყაროს ერთ-ერთ უბანზე არჩევნების გაყალბების ფაქტები. ნაციონალური მოძრაობა შს სამინისტროს გამოძიების დაწყებას სთხოვს. 

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მარნეულში არჩევნების შედეგები არა 2 უბანზე, არამედ ტოტალურად გაყალბდა და მას ძიუდოს ფედერაციის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი და ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი თამაზ ნავერიანი ხელმძღვანელობდა, რომელიც ამჟამად ქართული ოცნების აქტივისტია. ზურაბ ჯაფარიძემ ნავერიანის სატელეფონო ზარების ამონაწერიც მოითხოვა. მისი თქმით, ამონაწერი დაადასტურებს, რომ ის საარჩევნო კომისიის წევრებს მთელი დღის განმავლობაში ეკონტაქტებოდა

"ეს ადამიანი მოძრაობდა უბნიდან უბანზე მარნეულში, ლექსუსის ავტომობილით, მას მანქანაში ეჯდა ქართული ოცნების კანდიდატი თოფჩიშვილი და პირადად ახორციელებდა ზეწოლას კომისიის წევრებზე", - აცხადებს ჯაფარიძე. 

ნუგზარ წიკლაურის თქმით კი, კომისიის წევრები რამდენჯერმე იმეორებენ, რომ "არ ჯდება ბალანსი" და ეს ვიდეოშიც ჩანს.

"ეს მიუთითებს იმაზე, რომ დედოფლისწყაროს რაიონში, ხორნაბუჯში, რომელიც ღარიბაშვილის სოფელია, არჩევნების შედეგები დადგა არა ხალხის ნებით, არამედ კომისიის თავმჯდომარის და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შორის გარიგების შედეგად", - განაცხადა წიკლაურმა. 

ნაციონალურმა მოძრაობამ გუშინაც გაავრცელა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ყუთში ბიულეტენებს ყრიან. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ქართულმა ოცნებამ ბრიფინგი გამართა, სადაც ითქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ კადრებში ფიგურირებს მარნეულის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ჯაბრაილ იუსუბოვის ცოლისძმა ნაზიმ ალიევი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები