ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება

გერმანია საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას მხარს უჭერს

0 კომენტარი

გერმანიის მთავრობამ სხდომაზე მხარი დაუჭირა 27 ივნისს ევროკავშირის მიერ ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან.

ამით გერმანია, როგორც ევროკავშირის წევრი, ამ დოკუმენტების ხელმოწერაზე თანხმობას აცხადებს.

გერმანიის მთავრობის სპეციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ხელშეკრულებები არის ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის განუყოფელი ნაწილი და ამ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას, რეგიონში სტაბილურობასა და კეთილდღეობას ემსახურება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები