მალენი: არჩევნებზე ნაკლები რაოდენობის, მაგრამ სერიოზული დარღვევები იყო

tedxtbilisi.com

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მარკ მალენმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ისაუბრა. მალენი განსაკუთრებულ მნიშვნელობას მერებისა და გამგებლების პირდაპირი არჩევის წესის შემოღებას ანიჭებს. ამასთან, როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნავს, 50%-იანი ბარიერის შემოღებითა და იმის აღიარებით, რომ დედაქალაქში მეორე ტური გაიმართება, ხელისუფლებამ მოწიფულობა აჩვენა. საარჩევნო დარღვევების შესახებ საუბრისას კი, მალენი აღნიშნავს, რომ წინა არჩევნებთან შედარებით ნაკრები რაოდენობით დარღვევები იყო, მაგრამ მათ უფრო სერიოზული ხასიათი ჰქონდა.

"წინა არჩევნებთან შედარებით, ნაკლები რაოდენობის დარღვევები იყო, მაგრამ მათ უფრო სერიოზული ხასიათი ჰქონდა. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია არა დარღვევების რაოდენობა, არამედ ის, მან საბოლოო შედეგებზე გავლენა მოახდინა თუ არა. ამის შესახებ კი მე ინფორმაცია არ მაქვს. ზოგი დარღვევა მართლაც სერიოზული იყო და მთავარი ის არის, თვალი მიადევნოთ, რამდენიმე თვის შემდეგ ამ დარღვევების ჩამდენი პირები სერიოზულად დასჯილები იქნებიან თუ არა", - თქვა მარკ მალენმა და აღნიშნა, რომ მისი კომენტარები საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პოზიციას არ გამოხატავს და მედიასთან მხოლოდ პირად შეხედულებებზე ისაუბრა.

კომენტარები