წიკლაური: როდესაც ასეთი უკუსვლაა, მიზანშეწონილი არაა ასეთი პრემიების მიღება

ნაციონალური მოძრაობის წევრის ნუგზარ წიკლაურის თქმით, როდესაც ქვეყანაში ასეთი "უკუსვლაა, მიზანშეუწონელია ამ ოდენობის პრემიების მიღება".

"იმ ვითარებაში, რაც ქვეყანაში არის შექმნილი, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამ ოდენობის პრემიების მიღება არავისგან. მართალია, პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და შესაძლოა, გადაწყვეტილებები ბიუროზე ისე იყო მიღებული, რომ ამ გადაწყვეტილებას ადამიანი წინ ვერ აღუდგეს, მაგრამ იმ დროს, როდესაც ასეთი უკუსვლა არის, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ამ პრემიების მიღება. პრაქტიკულად, ჩამოყალიბებული მაქვს პოზიცია და არა მგონია, რაიმე არგუმენტები იყოს, რომელიც ამ პოზიციას გადამაფიქრებინებს. ამ პრემიების ერთადერთი მოტივი არის ალბათ ის, რომ კარგია, როცა გაქვს ბევრი, ცუდია, როცა გაქვს ნაკლები ფული. ეს მოტივი სახელმწიფო მოღვაწისთვის დამაჯერებელი არ არის", - აღნიშნა წიკლაურმა.

ოფიციალური ინფორმაციით, ყველაზე დიდი ოდენობის პრემია - 8496 ლარის ოდენობით საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა აიღო. შიხიაშვილის შემდეგ ყველაზე დიდი ოდენობით პრემია - 7080 ლარის ოდენობით მის პირველ მოადგილეზე გიორგი მუსხელიშვილზე გაიცა.

საკრებულოს დანარჩენი წევრების მიერ ჩარიცხული პრემიები კი ასეთია: გიორგი ტყემალაძე 6840, ჯაბა სამუშია 6840, მიხეილ ქავთარაძე 6240, გიორგი ნემსაძე 6240, ზაალ სამადაშვილი 6240, გიორგი ქველაძე 6240, გელა ომანიძე 6240, ნინო თევდორაძე 6240, ზაურ დოლიძე 6240, კახა გურული 6240, ზურაბ გაჩეჩილაძე 6240, ირაკლი დვალი 6240, კახა კუკავა 6240, ნათელა მაჭავარიანი 6240, დავიტ წერეთელი 6240, ნიკოლოზ ხაჩირაშვილი 6240, დავით ჯინჭარაძე 6240, კახაბერ ფირუაშვილი 6240, მაკა გვარამია 6240, მამუკა კაციტაძე 6240, თამაზ შოშიაშვილი 6240, ლაშა იმედაშვილი 6240, თეიმურაზ გრიგალაშვილი 6240, მამუკა ახვლედიანი 6240, კონსტანტინე იონათამიშვილი 6240, ზაზა გაბუნია 6240, მერაბ რაფავა 6240, გიორგი ჩაჩანიძე ასევე 6240 ლარი.

საკრებულოში პრემიები 2880-დან 800 ლარის ფარგლებშიც არის გაცემული. პრემია სულ 30 დეპუტატზეა გაცემული, დანარჩენები კი საკრებულოს აპარატის თანამშრომლები არიან. პრემია სულ 243 ადამიანზე გაიცა.

კომენტარები