ახალი ტექნოლოგიები

ამ სმარტფონს 3D ეკრანი და 6 ფოტოკამერა აქვს

Amazon Fire Phone
Amazon.com

Amazon-მა თვეების განმავლობაში დაანონსებული სმარტფონის მოდელის პრეზენტაცია18 ივნისს სიეტლში გამართა. 

Amazon თვეების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა მოდელის თავისებურებებს, თუმცა მომლოდინე მომხმარებელმა იცოდა, რომ დეველოპერები 3 განზომილებიანი ეკრანის მქონე სმარტფონზე მუშაობდნენ. 

3D ეკრანთან დაკავშირებით მოლოდინი გამართლდა. ტელეფონის ეკრანის კუთხეებში დამონტაჟებულია 4 კამერა, რომელიც აფიქსირებს მომხმარებლის თავის მოძრაობის მიმართულებას და ეკრანის გამოსახულება ქმნის 3-განზომილებიანი გამოსახულების ეფექტს. ეს თავისთავად ქმნის შესაძლებლობას სოფტის დეველოპერებისათვის შექმნან 3D ეკრანზე მორგებული თამაშები და სატელეფონო აპლიკაციები. ტელეფონს ჯამში 6 ფოტოკამერა აქვს. 

Fire OS ის ოპერატიული სისტემაა, რომელზეც სმარტფონი იმუშავებს. Time Magazine-ის ტექნოლოგიის მიმომხილველი აღნიშნავს, რომ ეს საოპერაციო სისტემა დიდად არ განსხვავდება სხვა სმარტფონებისგან (iOS, Android), მაგრამ აქვს რიგი დანამატები, რომლებიც მიმზიდველს ხდის ამ მოდელს. 

FireFly სპეციალური ღილაკია, რომელიც ასკანერებს ბარკოდებს, წიგნის ყდებს, სხვადასხვა საგნებს, ჟურნალებს და შემდეგ Amazon-ის ინტერნეტმაღაზიაში ეძებს შესატყვის საქონელს, რომელიც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს. 

გარდა ჩამოთვლილ მახასიათებლებისა, Amazon-ი ტელეფონის მფლობელებს 1-წლიან წევრობას ჩუქნის, რომელიც სხვაგვარად 99$ ჯდება და მოიცავს ვიდეობსა და მუსიკაზე ხელმისაწვდომობას, წიგნების და ფილმების ქირაობას. ტელეფონის მფლობელებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა ფოტოების ულიმიტო რაოდენობა შეინახონ კომპანიის მიერ შეთავაზებულ სივრცეში. 

Amazon-ის სმარტფონი ამჯერად მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები მომხმარებლისთვის არის ხელმისაწვდომი. 

კომენტარები