სტიქია

ბულგარეთში წყალდიდობამ ყველაზე ცოტა 12 ადამიანი შეიწირა

წყალდიდობა ვარნაში
AFP

ბულგარეთში, შავიზღვისპირა ქალაქ ვარნაში მომხდარმა წყალდიდობამ ყველაზე ცოტა 12 ადამიანი შეიწირა - ამის შესახებ საინფორმაციო პორტალი BBC News წერს

ვარნაში დაღუპული 10 ადამიანიდან 2 ბავშვია. 2 ადამიანი დაიღუპა ვარნას ახლო ქალაქ დობრიჩშიც. 

წყალდიდობის შედეგად ასობით ქალაქის მაცხოვრებელი ელექტროენერგიისა და საკვების გარეშე დარჩა. 

საინფორმაციო სააგენტოს Novinite ცნობით ბულგარეთში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. გლოვის დღედ 23 ივნისი გამოცხადდება. 

კომენტარები