ენერგეტიკა

წელს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიცია ბოლო 7 წლის მანძილზე ყველაზე დაბალია

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა ენერგოსექტორში
საქსტატი | ტაბულა

ქართულ ენერგოსექტორში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2014 წლის პირველ კვარტალში 5 მილიონ ამერიკულ დოლარამდე შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 88%-ით ნაკლებია. 2014 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციების დონე ბოლო 7 წლის მანძილზე ყველაზე დაბალია. 2013 წლის პირველ კვარტალში სექტორული ინვესტიცია 42 მილიონი ამერიკული დოლარი იყო. 

ენერგეტიკის სექტორში საქსტატის მიხედვით კვარტალური ინვესტიცია (I კვარტალი) ყველაზე მაღალი რაოდენობით 2008 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირდა და 79 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.

წლიური მონაცემებით 2013 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2012 წლის დონეს გადააჭარბა, თუმცა 2011 წლის დონეზე დაბალი იყო. 

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად პირველ კვარტალში ინვესტიციების დაბალი დონისა, ენერგეტიკის სექტორისთვის ყველაზე წარმატებული წელი 2007 იყო, როდესაც ქვეყანაში ამ მიმართულებით 365 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. 

კომენტარები