ელექტროენერგია

23 ივნისიდან 5 ივლისამდე თბილისს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის ელექტროგამანაწილებელ ქსელში სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 23 ივნისიდან 5 ივლისამდე, დედაქალაქის მოსახლეობას ელექტრომომარაგება შეეზღუდება - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ და თელასის ტექნიკურმა დირექტორმა ვახტანგ ქინქლაძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

მათი თქმით თელასი 2014-2015 წლების შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის  ქსელის მოსამზადებელ სარემონტო სამუშაოებს აგრძელებს და აქედან გამომდინარე, თბილისის მოსახლეობას ელექტროენერგია შეეზღუდება.

ვახტანგ ქინქლაძემ აღნიშნა, რომ გარდა არსებული მოწყობილობების შეკეთებისა, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებულია ახალი საკაბელო ტრასების გაყვანა, სატრანსფორმატორო ჯიხურების სარეზერვო კვებით უზრუნველყოფა, სატრანსფორმატორო ჯიხურების და საკვანძო ქვესადგურების გამანაწილებელი მოწყობილობების რეკონსტრუქცია, ასევე ტრანსფორმატორების კაპიტალური შეკეთება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები კვირის სამუშაო დღეებში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე დროის მონაკვეთში ჩატარდება.

მომდევნო პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების თარიღი და დრო გამოცხადდება საინფორმაციო საშუალებებით.

კომენტარები