მსოფლიო აღლუმი 2014

worldpride 2014-ს ქართველი გრანდ მარშალი - ანა რეხვიაშვილი უხელმძღვანელებს

0 კომენტარი
worldpride 2014 ფოტო: worldpridetoronto.com

ყველაზე წარმომადგენლობით ლგბტ უფლებადაცვით ღონისძიებას, worldpride 2014-ს (მსოფლიო აღლუმი), რომელიც ტორონტოში (კანადა) ჩატარდება, ქართველი უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობას წარმომადგენელი ანა რეხვიაშვილი უხელმძღვანელებს.

ანა რეხვიაშვილი 2013 წლის 17 მაისის ძალადობის წინააღმდეგ აქციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა კონტრდემონსტრანტებმა ძალადობრივად დაშალეს. 29 ივნისს ანა რეხვიაშვილს წინა მსოფლიო პრაიდის 7 გრანდ მარშალი შეუერთდება.

რეხვიაშვილის არჩევასთან დაკავშირებით facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა ორგანიზაცია იდენტობას აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი ვაჭარაძემ.

"ეს კვირა იდენტობასთვის, საქართველოსთვის და ლგბტ თემისთვის განსაკუთრებულია: მაშინ როდესაც ქართველი ოპერის ვარსკვლავი ახლა ავსტრალიაში შამფურზე ტრიალებს ლგბტ ადამიანთა წინააღმდეგ გამოხატული შუასაუკუნეობრივი აზრების გამო, ჩვენი ანა რეხვიაშვილი მსოფლიო პრაიდის გრანდ მარშალად აირჩიეს, რომელიც 4 წელში ერთხელ ტარდება (ამჯერად კანადაში). 

გრანდ მარშალი არის მთელ დედამიწაზე ყველაზე წარმომადგენლობითი ადამიანი რომელიც მთელი მსოფლიოდან იდენტობის და ორიენტაციის გამო გარიყული ადამიანებისთვის იბრძვის და მათი სახე, თვალი და ყური იქნება მომდევნო 4 წელი. 
საპატრიარქო: ახლა თუ გინდა პირდაპირ ჯიპებით გადაგვიარეთ. მთელი დედამიწის ყურადღება ჩვენზეა მოპყრობილი და ეს თქვენი დამსახურებაა" - წერს ვაჭარაძე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები