ლუკა ზარანდია

"გენკმა ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ქართველი ფეხბურთელი გაიფორმა"

kalooga.com

ბელგიურმა გენკმა ორი ახალწვეული წარადგინა - 18 წლის ქართველი ლუკა ზარანდია და 19 წლის სერბი, სერგეი სერვიე მილინკოვიჩ სავიჩი.

გენკის ოფიციალური ვებგვერდი ზარანდიას შესახებ წერს: "ეს ახალგაზრდა ნახევარმცველი საქართველოში, ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად მიიჩნევა. ზარანდია თბილისის ლოკომოტივში გამოდიოდა, სადაც სისწრაფითა და შესანიშნავი დრიბლინგით გამოირჩა. მას შეუძლია როგორც ფლანგზე, ასევე ცენტრალური თავდამსხმელის უკან თამაში".

ტაბულას ინფორმაციით, ზარანდიას გადაბირებით რამდენიმე ევროპული კლუბი, მათ შორის PSV ეინდჰოვენი და ამსტერდამის აიაქსი იყო დაინტერესებული. გენკის სკაუტები ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს 19-წლამდელთა ნაკრებშიც აკვირდებოდნენ, შემდეგ კი საქართველოში პირველი ლიგის თამაშებს დაესწრნენ.

ლუკა ზარანდიამ გენკთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კომენტარები