პრემიები

პრემიების ერთიანი წესი მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლებაზე გავრცელდება

radiotavisupleba.ge

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული პრემიების გაცემის ერთიანი წესი ადგილობრივი თვითმმართველობის, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებზე არ გავრცელდება. როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ეკატერინე ქარდავამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახალი წესი მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე გავრცელდება.

თუმცა, ქარდავას თქმით, "მთავრობა მოუწოდებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, მათ სისტემაში არსებულ მოხელეებზე პრემიის გაცემისას, მთავრობის მიერ შემუშავებული წესის ძირითადი მიმართულებები გაითვალისწინონ".

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული პრემიების გაცემის ერთიანი წესის თანახმად, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე ერთჯერადად გაცემული პრემიის მაქსიმალური ოდენობა მის თანამდებობრივ სარგოს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთან, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში მხოლოდ ერთხელ, შესაბამისი დასაბუთებით. პროექტის მიხედვითვე, მოხელეები პრემიებს საკუთარ თავს ვერ გამოუწერენ.

პრემების გაცემის ერთიანი წესის შესახებ პროექტი მთავრობის სხდომაზე 25 ივნისს გავა.

კომენტარები