NATO-რუსეთის ურთიერთობა

გრიბაუსკაიტე: რუსეთი ბალტიის ქვეყნებს NATO-დან გამოსვლას სთხოვს

ir.lv

რუსეთი ბალტიის ქვეყნებს გაზის გაიაფების სანაცვლოდ, NATO-დან გამოსვლას სთხოვს. ამის შესახებ ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ გერმანულ გამოცემა ფოკუსისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ბალტიის ქვეყნებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ზოგიერთ პოლიტიკოსთან და აღმოსავლეთიდან მოდის წინადადებები იმის თაობაზე, რომ, თუ მაგალითად, ისინი NATO-დან გამოვლენ, გაზს და ნავთობს უფრო იაფად მიიღებენ“, - განაცხადა გრიბაუსკაიტემ.

ლიტვის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ცდილობს, რომ ბალტიის ქვეყნები მასზე ეკონომიკურად, ენერგეტიკულად და პოლიტიკურად იყონ დამოკიდებული და ნაკლებად აქტიურები და ლოიალურები იყონ NATO-სა და ევროკავშირში.

ასევე, ლიტვის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინის ქმედებები ჰიტლერისა და სტალინის პოლიტიკას შეადარა. რადგან, მისი თქმით, პუტინი იყენებს მოსახლეობის ეროვნულ წარმომავლობას სამხედრო გზით ტერიტორიის დაპყრობის გასამართლებლად, რასაც სტალინი და ჰიტლერი აკეთებდნენ.

კომენტარები