ბოლივია - პირველი ქვეყანა, რომელმაც ბიტკოინი აკრძალა

ბიტკოინის აბრა ტორონტოში, მაღაზიის შესასვლელთან
მარკ ბლინჩი / REUTERS

ბოლივიის ეროვნულმა ბანკმა ახალი დებულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც იკრძალება ტრანზაქციები ყველა იმ ვალუტით, რომელიც არ არის გამოშვებული და კონტროლირებად ადგილობრივი ან სხვა მთავრობის მიერ, შესაბამისად ბოლივიაში შეუძლებელი გახდა კრიპტოვალუტით ვაჭრობა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ აკრძალვა დაწესდა ბოლივიის ეროვნული ვალუტის, ბოლივიანოს, და ბოლივიის მოქალაქეების დასაცავად.

ლათინურ ამერიკაში ბოლივიის გარდა კოლუმბიაც აპირებდა კრიპტოვალუტის აკრძალვას, თუმცა მთავრობამ ეს ინიციატივა არ დაამტკიცა. არგენტინა და ბრაზილია კი პირიქით, კრიპტოვალუტით განხორციელებულ ტრანზაქციებს მიესალმებიან.

ბიტკოინის მოხმარება დაშვებულია ისეთ დიდი კომპანიებში, როგორცი არის Virgin Galactic (მომხმარებლებს შეუძლიათ დედამიწის ორბიტაზე გამგზავრების საფასური ბიტკოინში გადაიხადონ), Expedia, The Pirate Bay. 

ერთი ბიტკოინის ფასი დღესდღეობით ბაზარზე 585 ამერიკულ დოლარს აჭარბებს. ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია, ფასი გამრავლებული საერთო რაოდენობაზე, კი 7.5 მილიარდი ამერიკული დოლარია. 

კომენტარები