რუსული ოკუპაცია

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი რუსეთთან შეერთების საკითხს რეფერენდუმზე დააყენებს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მარიონეტული მთავრობა რუსეთთან შეერთების საკითხს რეფერენდუმზე დააყენებს.

ამის შესახებ დე ფაქტო პარლამენტის ახლადარჩეულმა სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა სააგენტო იტარ-ტასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ უარს არ ვამბობთ ძველ ლოზუნგებზე, ამ საკითხის მიმართ არანაირი ორმაგი მოდგომა არ იქნება. საკითხს რეფერენდუმზე გავიტანთ, მაგრამ ამით უკვე მთლიანად ფორმირებული, კონსოლიდირებული, მუშა პარლამენტი უნდა დაკავდეს", - განაცხადა ბიბილოვმა.

ბიბილოვის პარტია ედინაია ოსეტიამ დეფაქტო პარლამენტის არჩევნებზე ხმების 46 პროცენტი მიიღო. მისი მთავარი წინაასაარჩევნო დაპირება რუსეთთან შეერთება იყო.
ბიბილოვის განცხადება ცხინვალში ვლადიმირ პუტინის თანაშემწის ვლადისლავ სურკოვის ყოფნას დაემთხვა. თუმცა, რუსული სააგენტო რია ნოვოსტის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთთან რუსეთთან შეერთების საკითხი მისი ვიზიტის დროს არ განხილულა.

კომენტარები