ასოცირების შეთანხმება

ეშტონი: რუსეთისგან ნებისმიერი მუქარა ან სავაჭრო ზომები გაუმართლებელი იქნება

ევროკავშირმა დაასრულა ასოცირების ხელშეკრულების მომზადების პროცესი უკრაინასთან, საქართველოსა და მოლდოვასთან. ამის შესახებ ლუქსემბურგში გამართული მინისტერიალის შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა. ქეთრინ ეშტონის თქმით, ამასთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდან რაიმე მუქარა მიუღებელია.

"ჩვენ დავასრულეთ მოსამზადებელი სამუშაოები ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისთვის, რომელსაც ხელი 27 ივნისს მოეწერება უკრაინასთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან ერთად. ნებისმიერი მუქარა ან სავაჭრო ზომები რუსეთის მხრიდან ამ ქვეყნების წინააღმდეგ გაუმართლებელი იქნება", - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

კომენტარები