კრიმინალი

მესტიის აეროპორტში დაცვის თანამშრომელი მოკლეს

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მესტიის აეროპორტში დაცვის თანამშრომელი მოკლეს. 27 წლის გ.ხ-ს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ს.გ-მ ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას განუცხადეს, რომ ბრალდებული უკვე დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები