ახალი ტექნოლოგიები

4G ინტერნეტით სარგებლობის ლიცენზიების გაცემა შემოდგომამდე ფერხდება

სომხეთსა და აზერბაიჯანში 4G ინტერნეტი 2010 და 2012 წლიდან უკვე ფუნქციონირებს
AFP

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 4G ინტერნეტით სარგებლობის ლიცენზიებს აუქციონზე სავარაუდოდ შემოდგომაზე გამოიტანს და თითოეული ლიცენზიის საწყისი ღირებულება 96 მილიონი ლარი იქნება. საბოლოო ფასი დამოკიდებული იქნება აუქციონის შედეგებზე. ლიცენზიების გაყიდვიდან შემოსული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე ირიცხება. 

მთლიანი რადიოსიხშირული სპექტრის რაოდენობა, რომელზეც ლიცენზიები უნდა გაიცეს, 30 მეგაჰერცია.

სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზარზე 4G ინტერნეტი 2010 და 2012 წლიდან დაინერგა. საქართველოში ლიცენზიების აუქციონზე გამოტანის შეფერხების მიზეზად კომისიაში საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებას ასახელებენ, რომლითაც უნდა განისაზღვროს ერთი კომპანიის მიერ მაქსიმალური რადიოსიხშირის ფლობის რაოდენობა. 

მარეგულირებელი კომისიის თქმით, ეს საკანონმდებლო ცვლილებები იმისთვისაა საჭირო, რომ ბაზარზე ახალი მოთამაშეები გაჩნდნენ.

დღევანდელი მდგომარეობით 3G მობილური ქსელით ქვეყნის მოცვა შეზღუდულია და ასევე უმთავრესად დიდ ქალაქებშია ხელმისაწვდომი. 

კომენტარები