სექსი ვალდებულებების გარეშე

NYU: ვალდებულებების გარეშე სექსი ადამიანზე დადებითად მოქმედებს

discovermagazine.com/

სექსი ვალდებულებების გარეშე ადამიანზე კარგად მოქმედებს - ამას ნიუ იორკის უნივერსიტეტისა და კორნელის უახლესი კვლევა მოწმობს.

სექსი, რომელიც პარტნიორებს არაფრით ავალდებულებს და რომანტიკული კონტექსტიდან ამოგლეჯილია - გავრცელებული აზრით, ადამიანის თვითშეფასებას დაბლა სწევს და დეპრესიას იწვევს. ამ მოსაზრებას კვლევა აქარწყლებს, რომელიც სოციალური ფსიქოლოგიისა და პიროვნების მეცნიერების ჟურნალში დაიბეჭდა. კვლევის ობიექტები ნიუ იორკის უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ, რომლებიც 12 კვირის მანძილზე ყველანაირ სექსუალურ კავშირს დღიურში აღწერდნენ. შედეგად მიიღეს ის, რომ სტუდენტები, რომლებსაც სექსი ვალდებულებების გარეშე (casual sex) აქვთ, თავს ბევრად უკეთ გრძნობენ, ვიდრე სტუდენტები, რომელთაც არ აქვთ. სოციოსექსუალური ადამიანები ნაკლებად სტრესულები იყვნენ, და  ვალდებულებების გარეშე სექსის შემდეგ ემოციურად ბევრად ჯანსაღები აღმოჩნდნენ. თუმცა წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ორგაზმის ქონის ალბათობა, შემთხვევითი სექსის დროს, მდედრს ნაკლები აქვს, ვიდრე მამრს.

კვლევის ავტორების თქმით, ვალდებულებების გარეშე სექსის გავლენა პიროვნებაზე დამოკიდებულია პიროვნულ ტენდენციებსა და სურვილებზე. სხვა სიტყვებით, თუ გინდა სექსი ვალდებულებების გარეშე, ის აუცილებლად უნდა გქონდეს, თუ არადა - ძალით არ ღირს.

კომენტარები