NATO-საქართველოს ურთიერთობა

პეტრიაშვილი: ლატვია მხარს უჭერს ჩვენს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციას

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ლატვიის თავდაცვის მინისტრს რაიმონდ ვეიონისს შეხვდა. პეტრიაშვილის თქმით, ეს იყო ძალიან საინტერესო და სასარგებლო შეხვედრა, რომელზეც ორმხრივი თანამშრომლობის პერესპექტივები განიხილეს.

"დიდი ყურადღება დაეთმო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხს. ლატვია პრინციპულად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციას, ასევე მხარს უჭერს უელსის სამიტზე ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესის დაფიქსირებას", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

ლატვიის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. რაიმონდ ვეიონისი უკვე შეხვდა ქართველ კოლეგას ირაკლი ალასანიას, ასევე, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს.

კომენტარები