საზაფხულო საკითხავი

არა მხოლოდ ბიზნესი

წიგნები ბიზნესზე და არა მხოლოდ
REUTERS

17 წიგნი, რომელიც ცხოვრების აღქმასა და ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ - ასეთ სიას AppSumo-ს მთავარი დეველოპერი და ბიზნესმენი, ნოა კაგანი Business Insider-ში აქვეყნებს

კაგანი თითოეულ წიგნის მოკლე შინაარს რამდენიმე წინადადებაში გადმოსცემს და ურჩევს მკითხველს ამ წიგნებს ყურადღება დაუთმონ, რადგან მათი სწორად წაკითხვა და გააზრება სარგებელს მოუტანთ არა მარტო ბიზნესის წარმოებისას, არამედ ზოგადად ცხოვრებაში სწორი მიმართულების ასაღებად. 

1. აინ რანდი - სათავე (The Fountainhead) - წიგნი ჯანმრთელ ეგოიზმსა და მის დადებით მხარეებზე. 

2. დენი მეიერი - როგორ გავშალოთ მაგიდა: სტუმართმოყვარეობის ძალა ბიზნესში  (Setting the Table: The Transforming Power of Hospitality in Business) - იყავით მართალი საკუთარ თავთან და კარგად მოექეცით კლიენტებს - ეს დიდი შედეგს მოგცემთ. 

3. ბილ უოლში - ანგარიშს მოევლება (The Score Takes Care of Itself: My Philosophy of Leadership) - მთავარია პროცესების სწორი დანერგვა და მენეჯმენტი, საბოლოო შედეგი თავად დადგება. ასევე, მოაწესრიგეთ სამუშაო მაგიდა, ეს თქვენ წარმატებაზეც აისახება. 

4. სეთ გოდინი - ნებართვის მარკეტინგი: როგორ გადავაქციოთ უცხო ადამიანები მეგობრებად და მეგობრები კლიენტებად (Permission Marketing : Turning Strangers Into Friends And Friends Into Customers) - მომხმარებელს რეკლამით თავი არ უნდა შეაწყინოთ. ჯერ მათი ნებართვა მოიპოვეთ და შემდეგ გააოცეთ იმაზე უკეთესი შედეგით, ვიდრე ისინი ელოდებიან. 

5. სეთ გოდინი - იასამნისფერი ძროხა (Purple Cow) - მხოლოდ უნიკალურები ახსოვთ. 

6. ჯეიმს რედფილდი - სელესტინიანელთა წინასწარმეტყველება (The Celestine Prophecy) - ყველა ადამიანი საკუთარ ბედს თავად ქმნის. 

7. დევიდ როკი - როგორ მუშაობს ტვინი (Your Brain at Work) - შეებრძოლეთ გონებაგაფანტულობას და იყავით მეტად პროდუქტიულები. სხვადასხვა ხერხები ორგანიზებისა და პრიორიტეტების სწორად დალაგებისათვის. 

8. ჯიმ ლორი - სრული ჩართულობის ძალა (The Power of Full Engagement) - მთავარია დღის განმავლობაში საკუთარი ენერგიის სწორად გადანაწილება და არა ის, თუ რამდენი დრო გაქვთ. დრო საკუთარ თავსაც გამოუყავით, იმისათვის რათა მეორე დღეს ახალი შემართებით შეუდგეთ საქმეს და გაატარეთ დრო იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ენერგიით დაგმუხტავენ. 

9. შეტ ჰოლმსი - საუკეთესო გაყიდვების მანქანა (The Ultimate Sales Machine- ამ წიგნში იმდენად ბევრი კარგი მინიშნებები და სტრატეგიებია გაყიდვებით დაინტერესებულთათვის, რომ ერთს ვერ გამოყოფ. უბრალოდ იყიდეთ - წერს კაგანი. 

10. რობერტ კალდინი - გავლენა: დარწმუნების ფსიქოლოგია (Influence: The Psychology of Persuasion) - ადამიანების საქციელსა და გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის ხერხები. 

11. ბარი შვარცი - არჩევანის პარადოქსი (The Paradox of Choice- რესტორნებში ყოფნისას, როგორც კი იპოვით ერთ კერძს, რომელიც მოგწონთ, მენიუ დახურეთ. არჩევანის ანატომია. 

12. სტივენ კოვეი - მაღალეფეტიანი ადამიანების 7 ჩვევა (The 7 Habits of Highly Effective People- როცა საქმის კეთებას იწყებთ, აუცილებლად იქონიეთ წარმოდგენა შედეგზე. ყოველგვარი ურთიერთობა ორმხრივია: რაღაცას გასცემ, რაღაცას იღებ. 

13. ლუის ფრანკელი - კარგი გოგოებს კუთხის კაბინეტს არ აძლევენ (Nice Girls Don't Get the Corner Office- გაუაზრებელი შეცდომები, რომელსაც ქალები უშვებენ და კარიერულ წინსვლას იფერხებენ. არ მისცეთ კაცებს უფლება ზედმეტსახელით მოგმართონ და ნუ იქცევით ყველას დედად. 

14. კრისტოფერ რაიანი - სექსი გამთენიისას (Sex at Dawn) - ახსნა, თუ რატომ ეჭვიანობენ ადამიანები. 

15. ბრაიან უანსინკი - უაზროდ ჭამა (Mindless Eating: Why We Eat More Than We Think) - ადვილად შეამცირეთ კალორიები და დამალეთ ის, რისი ჭამაც არ გინდათ. 

16. დავიდ დეიდა - როგორ უნდა მოიპოვოს კაცმა უპირატესობა (The Way of the Superior Man) - გაატარეთ დრო გულწრფელ ხალხთან და გაიუმჯობესეთ ცხოვრება. 

17. რობინ ნორვუდი - ქალები, რომელთაც ზედმეტად უყვართ (Women Who Love Too Much) - შეიყვარეთ საკუთარი თავი და სხვებიც შეგიყვარებენ 

კომენტარები