ევროკავშირი

ტიტანების შერკინება: House of Cards ევროკავშირში

გიორგი თაბაგარი
0 კომენტარი

ბრძოლა ევროკავშირის ტოპ პოზიციებისთვის

ევროპის პარლამენტის არჩევნების დასრულებისთანავე, მთავარი კითხვა, თუ როგორ გადანაწილდება მნიშვნელოვანი პოსტები ევროკავშირის ინსტიტუტებში, კიდევ უფრო აქტუალური გახდა. 2014 წელი ამ ნიშნით გამორჩეულია, რადგან ყველა ძირითად ინსტიტუციაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებია დაგეგმილი. ლოგიკურად, არჩევნების შემდეგ ახალი პრეზიდენტი ეყოლება ევროპის პარლამენტს, ასევე უნდა მოხდეს ევროკომისიის პრეზიდენტის და, შესაბამისად, კომისიის ახალი კოლეგიის დამტკიცება. ამჟამინდელი პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო თავის მანდატს ასრულებს და ევროკავშირის უმთავრესი ინსტიტუციაც, მინიმუმ მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ახალი შემადგენლობით დაკომპლექტდება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპუი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოზიციაზე ბოლო თვეებს ატარებს ჰერმან ვან რომპუიც, რომელიც აღნიშნულ პოსტზე პირველი პრეზიდენტია ლისაბონის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ. ევროპულმა საბჭომ ვან რომპუის მანდატი 2012 წელს უკვე გაუგრძელა. შესაბამისად, 2014 წლის 30 ნოემბერს ბელგიის ყოფილი პრემიერმინისტრი ევროკავშირის პრეზიდენტის რანგში ბოლო სამუშაო დღეს გაატარებს. თავის კარიერას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში დაასრულებს ბარონესა ქეთრინ ეშტონიც, რომელიც აღნიშნულ პოზიციას 2009 წლიდან დღემდე იკავებდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ცვლილებები ევროკავშირში ხანგრძლივ და კულუარულ მოლაპარაკებებთან არის დაკავშირებული. სწორედ ეს პროცესი დაიწყო ბრიუსელში ევროპის პარლამენტის არჩევნების დასრულებისთანავე. კითხვა, თუ ვინ უხელმძღვანელებს ევროკომისიას მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ჯერჯერობით პასუხგაუცემელია და, მეტიც, აღნიშნული საკითხი ინტერინსტიტუციური დაპირისპირების საგანიც კი გახდა. ევროპის პარლამენტის არჩევნებამდე თითქოს ცხადი იყო, რომ ევროკომისიის მომდევნო პრეზიდენტის პოსტს გამარჯვებული პარტიის წარმომადგენელი დაიკავებდა, თუმცა ევროპის სახალხო პარტიის კანდიდატი, ლუქსემბურგის ყოფილი პრემიერი ჟან-კლოდ იუნკერი მიუღებელი აღმოჩნდა ცალკეული წევრი სახელმწიფოებისთვის. იუნკერის კანდიდატურას, ამ ეტაპზე, ღიად მხოლოდ დიდი ბრიტანეთი უპირისპირდება, თუმცა ფაქტია, რომ მას უშუალოდ ევროპულ საბჭოში წარმოდგენილი სახალხო პარტიის წევრებიც კი არ უჭერენ მხარს.

სიტუაცია გარკვეულწილად კომიკურ ხასიათსაც იძენს იმ ფონზე, როცა სახალხო პარტიის მთავარმა კონკურენტმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ უკვე გამოხატა მხარდაჭერა იუნკერის კანდიდატურის მიმართ. აღსანიშნავია, რომ ლისაბონის ხელშეკრულების თანახმად, ევროპულმა საბჭომ კვალიფიციური უმრავლესობით უნდა მოახდინოს პოტენციური კანდიდატის ნომინირება ევროპის პარლამენტის წინაშე და შემდეგ პარლამენტი უკვე უმრავლესობით მიიღებს გადაწყვეტილებას. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების აღნიშნული მუხლი ინტერპრეტაციის საგანი გახდა და პარლამენტი ითხოვს, რომ ევროპულმა საბჭომ მხედველობაში მიიღოს ევროპელი ამომრჩევლების მიერ გაკეთებული არჩევანი.

აღნიშნული დისკუსია მნიშვნელოვანია იმის დასამტკიცებლადაც, თუ რამდენად გაიზარდა პარლამენტის როლი ლისაბონის ხელშეკრულების შემდეგ. თუმცა ევროპის პარლამენტის მიერ აღნიშნული მუხლის ინტერპრეტაციას არ იზიარებენ წევრი სახელმწიფოების ლიდერები და აცხადებენ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის კანდიდატურის შერჩევა და, შესაბამისად, ნომინირება, ევროპული საბჭოს პრეროგატივას წარმოადგენს. ჟან-კლოდ იუნკერის კანდიდატურას ღიად ჯერჯერობით მხოლოდ დიდი ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კამერონი უპირისპირდება, თუმცა არც სხვა წევრი სახელმწიფოების ლიდერები გამოირჩევიან მის მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერით. გერმანული გამოცემა Spiegel-ის თანახმად, ანგელა მერკელი რომ მართლა უჭერდეს მხარს იუნკერს, უკვე მოახერხებდა მისი კანდიდატურის დამტკიცებას. გერმანიის კანცლერის მერყეობას რამდენიმე ახსნა შეიძლება მოეძებნოს. ერთი ვერსიით, ევროკომისიის პრეზიდენტად მერკელი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორს, კრისტინ ლაგარდს მოიაზრებს. პარტიული კუთვნილების გამო მერკელი ღიად ვერ უპირისპირდება იუნკერს. დროის გაყვანა კი ასეთ მომენტში ყველაზე მოგებიანია, რასაც გერმანიის კანცლერი ჯერჯერობით თავს წარმატებით ართმევს.

უნდა აღინიშნოს, რომ ჟან-კლოდ იუნკერს წარსულის პოლიტიკოსად მიიჩნევენ ჰოლანდიის და შვედეთის პრემიერმინისტრებიც. თუმცა ყველაზე აქტიურად ლუქსემბურგელი კანდიდატის წინააღმდეგ დევიდ კამერონი იბრძვის. ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, 80-იანი წლების პოლიტიკოსი ვერ შეძლებს ევროკავშირის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. მეტიც, კამერონი იუნკერის პრეზიდენტად დამტკიცების შემთხვევაში ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლით მანიპულირებს. მისი განცხადებით, ფედერალისტი იუნკერის ევროკომისიის პრეზიდენტად დანიშვნა ევროსკეპტიციზმს ბრიტანეთში კიდევ უფრო გააღვივებს და ის ვერ იძლევა გარანტიას, რომ ბრიტანეთი 2017 წლის რეფერენდუმის შემდეგ კვლავ იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული პირები უკმაყოფილებას გამოხატავენ კამერონის ულტიმატუმის გამო, სწორედ ბრიტანეთის მკაცრი პოზიცია შეიძლება იქცეს განმსაზღვრელ ფაქტორად, ჩაუდგება თუ არა სათავეში ევროკომისიას იუნკერი. კამერონის ულტიმატუმი თავის გამართლების საფუძველი იქნება ევროკავშირის სხვა ლიდერებისთვის, რომლებიც ღიად ვერ თუ არ უპირისპირდებიან იუნკერს.

უნდა აღინიშნოს, რომ დევიდ კამერონის აქტიურობამ სხვა წევრი სახელმწიფოები თუ არა, ბრიტანული პარტიები მაინც გააერთიანა. კონსერვატორების ინტენსიური ზეწოლის შემდეგ, იუნკერის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაში დევიდ კამერონს ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიაც შეუერთდა. ლეიბორისტების ლიდერის, ედ მილიბანდის განცხადებით, პარტიის წარმომადგენლები ევროპის პარლამენტში არ დაუჭერენ მხარს იუნკერის კანდიდატურას. აღსანიშნავია, რომ ლეიბორისტები არჩევნების შემდეგ ევროპის პარლამენტში 20 დეპუტატით არიან წარმოდგენილნი. თუ ამას დავუმატებთ კონსერვატორებს და ევროსკეპტიკოსებს, ცხადი გახდება, რომ ბრიტანელები თითქმის სრული შემადგენლობით ეცდებიან იუნკერის კანდიდატურის ჩაგდებას. თუმცა, ალბათობა იმისა, რომ ევროპის პარლამენტი მხარს არ დაუჭერს იუნკერს, არცთუ ისე მაღალია იმ პირობებშიც კი, როცა ამ უკანასკნელს ევროპის სახალხო პარტიის სრული მხარდაჭერაც კი არ უმაგრებს ზურგს.

შესაბამისად, დევიდ კამერონი თავის ძალისხმევას ევროპული საბჭოსკენ მიმართავს, სადაც უფრო მარტივია იმ რაოდენობის ხმების მოგროვება, რაც საკმარისი გახდება იუნკერის კანდიდატურის დასაბლოკად. ამ ეტაპზე დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია და შვედეთი არ არის საკმარისი, რომ ევროპულ საბჭოში კვალიფიციური ხმის მიცემის პროცედურის ფარგლებში იუნკერის კანდიდატურა დაიბლოკოს. თუმცა თუ აღნიშნულ სამეულს იტალია ან გერმანია შეუერთდა, უკვე საკმარისი იქნება საბოლოო განაჩენის გამოსატანად.

კრისტინ ლაგარდი
თავის მხრივ, იუნკერიც არ ელის მშვიდად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპული საბჭო. ევროპის პარლამენტის არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე, ლუქსემბურგის ყოფილმა პრემიერმა თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, თუმცა იმთავითვე ცხადი იყო, რომ მას დასჭირდებოდა როგორც ევროპული საბჭოს, ასევე სოციალ-დემოკრატების მხარდაჭერა. ამისთვის მან მემარცხენეების კანდიდატ მარტინ შულცს ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტობა შესთავაზა და პარლამენტში სოციალ-დემოკრატების მხარდაჭერაც მიიღო. თუმცა ამ ნაბიჯით გერმანიის კანცლერი გაანაწყენა, რომელიც ისედაც არ გამოირჩეოდა მისი კანდიდატურის მიმართ განსაკუთრებული ენთუზიაზმით.

უნდა აღინიშნოს, რომ იუნკერის მემარცხენეებთან შეთანხმება ავტომატურად ნიშნავს, რომ სოციალ-დემოკრატების კანდიდატი მარტინ შულცი გერმანიის წარმომადგენელი იქნება ევროკომისიაში. ეს ყველაფერი კი ანგელა მერკელთან არ იყო შეთანხმებული, რამაც დაპირისპირება გერმანიის კანცლერსა და იუნკერს შორის კიდევ უფრო გააღრმავა. მიუხედავად იმისა, რომ მერკელი საჯაროდ ჯერ კიდევ მხარს უჭერს იუნკერის პრეზიდენტობას, სავარაუდოდ, იგი ისარგებლებს შექმნილი ვითარებით და დევიდ კამერონის აქტიურობის ხარჯზე შეეცდება იუნკერის კანდიდატურის დაბლოკვას.

დანიის პრემიერმინისტრი ჰელე-ტორნინგ შმიდტი
მოვლენების განვითარების სცენარად განიხილება ასევე იუნკერის შესაძლო გადაწყვეტილება თამაშიდან გასვლის თაობაზეც, თუმცა ჯერჯერობით ეს მხოლოდ სპეკულაციად რჩება და ლუქსემბურგის ყოფილი პრემიერი მსგავსი ნაბიჯის გადადგმას არ გეგმავს. მეტიც, თავის Twitter-ზე იუნკერმა გაავრცელა განცხადება, რომ როგორც არასდროს, ისეა დარწმუნებული, რომ სწორედ ის გახდება ევროკომისიის მომდევნო პრეზიდენტი.
ამავე დროს, ევროპულ მედიაში სამმა ალტერნატიულმა სახელმაც გაიჟღერა და ყველა მათგანი ქალია. მათ შორის კრისტინ ლაგარდზე ზემოთ უკვე ვისაუბრე, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლაგარდი თავის ამჟამინდელ პოსტს დათმობს ევროკომისიის გამო. მან არაოფიციალურად უკვე დაადასტურა, რომ არ არის დაინტერესებული ევროკომისიის პრეზიდენტობით. დანარჩენი ორი კანდიდატი კი ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე და დანიის პრემიერმინისტრი ჰელე-ტორნინგ შმიდტი არიან.

ორივე კანდიდატს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ევროკავშირთან მიმართებით და იუნკერთან შედარებით ახალი სახეები არიან ევროპულ პოლიტიკაში. ამ შემთხვევაში ლიტვის პრეზიდენტის დანიშვნა კომისიის პრეზიდენტად 

ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე

იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს ლიდერები თავიანთ არჩევანს სხვა კანდიდატზე შეაჩერებენ, ეს იქნება ცალსახა იგნორი ძირითადი პარტიების მოწოდებებისა, რომ მხარი დაუჭირონ არჩევნებში გამარჯვებული პარტიის კანდიდატს. მოტყუებული დარჩება ევროპელი ამომრჩეველიც, რომელსაც მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში უმტკიცებდნენ, რომ გამარჯვებული პარტიის კანდიდატი დაიკავებდა ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტს. უნდა აღინიშნოს, რომ წელს, პირველად ევროკავშირის ისტორიაში, საპრეზიდენტო დებატების რამდენიმე რაუნდი გაიმართა, რომელშიც ყველა ძირითადი პარტიის კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ პროცესში თითქოს ყველასთვის ცხადი იყო, რომ რომელიმე მათგანი დაიკავებდა ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტს. თუმცა მოვლენები ჯერჯერობით ისე არ ვითარდება, როგორც ეს ევროპის პარლამენტს და, უპირველეს ყოვლისა, უშუალოდ ჟან-კლოდ იუნკერს სურდა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ევროკომისიის პრეზიდენტობის გარდა წევრ ქვეყნებს ცალკეულ პორტფოლიოებზეც მოუწევთ შეთანხმება, წინ საკმაოდ დაძაბული დიპლომატიური ომი გველის. რომ არაფერი ვთქვათ ჰერმან ვან რომპუის და ქეთრინ ეშტონის შემცვლელებზე, რაც ბრიუსელში კიდევ არაერთი დაპირისპირების საფუძველი გახდება.ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოვლენა იქნებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატების კუთხითაც. გრიბაუსკაიტეს პრინციპული პოზიცია აქვს რუსეთთან მიმართებითაც და მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ნაკლებად არის პოლიტიკური ფიგურა, ის მაინც იქნებოდა უფრო წარმატებული პრეზიდენტი, ვიდრე ჟოზე მანუელ ბაროზუ იყო ან თუნდაც ჟან-კლოდ იუნკერი იქნება. თუმცა იმ პირობებშიც კი, თუ ევროპული საბჭო იუნკერის გარდა რომელიმე სხვა კანდიდატურას წამოაყენებს, ევროპის პარალმენტი სავარაუდოდ მას მხარს არ დაუჭერს. პარლამენტისთვის იუნკერის მხარდაჭერა ერთგვარი პრინციპის საკითხია, რომელიც მას ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის ღია თუ ფარული დაპირისპირების ფონზე მნიშვნელოვან პოზიციაში აყენებს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

არის თუ არა ისლამი ძალადობის რელიგია?

კომენტარები