მსოფლიო ეკონომიკა

ჩინეთი ბაზრის ლიბერალიზაციისთვის მასშტაბურ რეფორმებს გაატარებს

ჩინეთის ცენტრალური ბანკი იუანის გასამყარებლად ფინანსურ რეფორმებს გაატარებს
REUTERS

ოფიციალური პეკინი ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ფინანსური რეფორმებისათვის ემზადება - წერს NYTimes-ი. 

რეფორმის ფარგლებში მთავრობა აპირებს შეამციროს ბიუროკრატიული პროცედურები, რომელიც უცხოელი ინვესტორების მიერ ჩინეთში ოპერაციების დაწყებასთან არის დაკავშირებული.

მთავრობის მიზანია ჩინური ბაზარი უფრო ლიბერალური და მეტად თავისუფალ ბაზარზე დამოკიდებული გახადოს. 

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრო უცხოელი ინვესტორების მიერ ჩადებულ კაპიტალდაბანდებებზე ზედა ზღვარს გააუქმებს და საოპერაციო ვალუტაზე დაწესებულ შეზღუდვებს მოხსნის.  

ოფიციალური პეკინი ამ მიმართულებით მუშაობას ახლა იწყებს და იმედოვნებს, რომ განხორციელებული რეფორმები ჩინეთს კიდევ უფრო წარმატებულ ეკონომიკად აქცევს. 

ერთადერთი სფერო, რომელსაც ლიბერალიზაცია არ შეეხება საბანკო-საფინანსო სექტორია. 

რეფორმირებისათვის ემზადება ჩინეთის ცენტრალური ბანკიც და იუანის გაცვლითი კურსის გასამყარებლად ბაზარზე ახალ მექანიზმებს დანერგავს. 

კომენტარები