ბრაზილია 2014

კაპელო: აკინფეევს გაშვებული გოლის დროს სახეზე ლაზერს ანათებდნენ

bbc.co.uk

რუსეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი უკმაყოფილოა იმით, რომ მეკარე იგორ აკინფეევს ალჟირის წინააღმდეგ მატჩისას ლაზერი მიანათეს.

სატელევიზიო ტრანსლაციაში, აკინფეევის სახეზე მწვანე ლაზერი მაშინ გამოჩნდა, როდესაც ბრაჰიმი საჯარიმო დარტყმას ასრულებდა, რის შემდეგაც სლიმანიმ ანგარიში გაათანაბრა.

"მეკარეს არ შეეძლო თავის საქმე შეესრულებინა, მას ლაზერის სხივი ჰქონდა სახეზე და ვერაფერს ხედავდა. ეს არ არის გასამართლებელი მიზეზი, შეგიძლიათ ფოტოები და ჩანაწერები ნახოთ", - განაცხადა მატჩის შემდეგ ფაბიო კაპელომ.

რუსეთს ალჟირის წინააღმდეგ აუცილებლად გამარჯვება მართებდა, იმისათვის რომ მერვედფინალში გასულიყო. კაპელოს გუნდი ალექსანდრ კოკორინმა დააწინაურა, მაგრამ ზემოხსენებული ეპიზოდის შედეგად, აფრიკელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს და, შესაბამისად, შემდეგ ეტაპზე სწორედ ისინი გავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ფაბიო კაპელო მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია და წელიწადში 6.6 მილიონ ფუნტს იღებს.

კითხვაზე, კვლავაც დარჩება თუ არა პოსტზე მარცხის მიუხედავად, კაპელომ განაცხადა, რომ "თუ ისინი (რუსები) კვლავ მოინდომებენ, დიახ".

კომენტარები