DCFTA

DCFTA - რას მოუტანს საქართველოს თავისუფალი სავაჭრო სივრცე

საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან ერთად ხელი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასაც მოაწერა.

შეთანხმების ხელმომწერ ქვეყნებს ევროკავშირის 500 მილიონი მომხმარებლისკენ გზა ეხსნებათ. ქართული წარმოშობის თითქმის ყველა პროდუქტი, ევროკავშირის ბაზარზე იმპორტისას საბაჟო ტარიფისგან გათავისუფლდება.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო საქართველოში ხელშეკრულების ძალაში შესვლის შედეგად ინვესტიციების ზრდას ელოდება, თუმცა, მიუხედავად ამისა, საპარლამენტო უმრავლესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის მიყიდვაზე მორატორიუმის აღდგენას გეგმავს.

კომენტარები