ევროკომისია

ევროკომისიის პრეზიდენტის კანდიდატურაზე ჟან-კლოდ იუნკერი წარადგინეს

AFP

პარასკევს, ევროკავშირის ლიდერებმა ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე, ჟან-კლოდ იუნკერის კანდიდატურა წარადგინეს. ჟან-კლოდ იუნკერი ლუქსემბურგის ყოფილი პრემიერმინისტრია. ევროკომისია, რომელიც ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოა, გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი სვეტია. იუნკერი 59 წლისაა, ევროკავშირის სამიტებზე მუშაობის დიდი გამოცდილებით. მისი კანდიდატურა ევროპარლამენტმა 16 ივლისს უნდა დაამტკიცოს. დიდი ალბათობით, ის ცენტრისტი პარტიების მხარდაჭერას მიიღებს. იუნკერი ჟოსე მანუელ ბაროზოს ჩაანაცვლებს. 

მიუხედავად დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, დევიდ კამერონის წინააღმდეგობისა, რომელიც თვლიდა, რომ იუნკერი  ამ პოზიციას არ შეეფერებოდა, ევროპელმა ლიდერებმა იუნკერის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს. მის კანდიდატურას უარი კამერონთან ერთად მხოლოდ უნგრეთის პრეზიდენტმა ვიქტორ ორბანმა უთხრა. იუნკერ,ი რომელიც სუპრანაციონალური ერთობის მომხრე და ბრიუსელის აქტიური მხარდამჭერია, არ აღმოჩნდა სასურველი კანდიდატი დიდი ბრიტანეთის ევროსკეპტიკოსი პრემიერისთვის, რომელსაც საკუთარი ქვეყნის გაერთიანებიდან გაყვანა სურს.  

 

კომენტარები