მიწისძვრა

საქართველოში 4,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დედოფლისწყაროდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 13 კილომეტრში და სოფელ ყარაღაჯიდან 9 კილომეტრში მდებარეობდა. მიწისძვრა თბილისის დროით 21:26 საათზე დაფიქსირდა. 

კომენტარები