ბლოგი

რატომ არ აღიარებს გერმანია ქართული კერძო უნივერსიტეტების დიპლომებს

თამარ ჟუჟუნაძე
0 კომენტარი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტი ნუცა გოზალიშვილი, რომელსაც გერმანულმა ფონდმა DAAD-მ  100%-იანი დაფინანსება გამოუყო გერმანიაში სასწავლებლად,  დაფინანსებას კარგავს, იმის გამო, რომ მისი უნივერსტეტის დიპლომი გერმანიაში არააკრედიტირებულთა სიაშია. ანალოგიურ მდგომარეობაშია კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტი თამარ ედილაშვილიც. განათლების სამინისტროსთვის ერთ წელიწადზე მეტია ცნობილია ამ პრობლემის შესახებ. თუმცა, მრავალი თხოვნისა და მათგან მრავალი დაპირების მიუხედავად, უკვე არაფერი იცვლება.

27 ივნისს საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.  ახლა მთავარია ქართული  კანონმდებლობის შესაბამისობა უზრუნველყოს პარლამენტმა ევროკავშირის მოთხოვნებთან. ამ საკითხზე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დღესაც და აქამდეც ღიად აცხადებენ, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ აქვს კურსი აღებული და  მათი ყველა ნაბიჯი ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებისკენ არის გადადგმული.

ასოცირებასთან დაკავშირებულ ზეიმს, საქართველოს სხვადასხვა სფეროს მინისტრები გამოეხმაურენენ. მათ შორის,  განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, თამარ სანიკიძე.  მისი თქმით,  ასოციერების ხელშეკრულება კიდევ უფრო გაუხსნის გზას ქართველ სტუდენტებს ევროპისკენ, თუმცა სამინისტრო აქამდეც არ იშურებდა ძალებს, რომ ქართველ სტუდენტებს ევროპული განათლება მიეღოთ.

ქალბატონი მინისტრი ამ განცხადებას აკეთებს, მაშინ როდესაც უკვე ერთი წელია, საქართველოში ყველაზე რეიტინგული უმაღლესი სასწავლებლების, თავისუფალი უნივერსიტეტის, კავკსასიის უნივერსტეტისა და ქართულ-ამერიკული უნივერსტეტების დიპლომებს გერმანიის სახლემწიფო არ აღიარებს და განათლების სამინისტრო ვერ ან არ ეხმარება ქართველ სტუდენტებს ამ პრობლემის მოგვარებაში.  გერმანიაში სწავლის გაგრძელების მსურველმა სტუდენტებმა დაფინანსებაც კი მოიპოვეს, თუმცა ვერ მიდიან სასწავლებლად, რადგან გერმანიის სახელმწიფო საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გაცემულ აკრედიტაციას ეჭვის თვალით უყურებს და ქართველ სტუდენტებს დიპლომის აღიარებაზე უარს ეუბნება.

იმ შემთხვევაში თუ განათლების სამინისტროს არ აქვს იმის კომპეტენცია და ავტორიტეტი, რომ თავისივე გაცემული აკრედიტაციის საფუძვლიანობა დაასაბუთოს საერთაშორისო ასპარეზზე, მაშინ ამ საჯარო სტრუქტურის კომპეტენცია და ავტორიტეტი ეჭქვეშ დგება.

თუ სამინისტრო არ ცდილობს, რომ თავისივე სტუდენტებს დაეხმაროს და აუხსნას გერმანიის შესაბამის ორგანოს, რომ ეს უნივერსტეტები არათუ აკრედიტირებული არამედ ყველაზე რეიტინგული სასწავლებლების რიცხვში ხვდებიან საქართველოში, მაშინ კიდევ უფრო ეჭქვეშ დგება სამინისტროს კომპეტენცია და ავტორიტეტი.

ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება, რა პრაქტიკული შედეგები ექნება ასოცირების ხელშეკრულებას, მაშინ როდესაც განათლების სფეროში ასეთი ტექნიკური საკითხების მოგვარების კომპტენცია არ აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; და ევორკავშირში გახსნილი კარიბჭის მიუხედავად, საქართველოს სამინისტროების გადაწყვეტილებებსა და გაცემულ აკრედიტაციის ცნობას, ევროკავშირის ერთ ერთი მოწინავე სახელმწიფო, გერმანია, ალმაცერად უყურებს. სამინისტრო კი მოკლებულია ავტორიტეტსა და კომპეტენციას, რომ თავისივე გაცემული ცნობის საფუძვლიანობა დაასაბუთოს და თავის ქვეყნის სტუდენტის ინტერესები ღირესეულად დაიცვას უცხო ქვეყნის ასპარეზზე.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს კახეთის ინციდენტზე: არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს

კომენტარები