სტიქია

ძლიერი წვიმის შედეგად, პანკისის ხეობის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყდა

ghn.ge

ძლიერი წვიმის შედეგად, პანკისის ხეობის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყდა. ინტერპრესნიუსის კორესპონდენტის ცნობით, ახმეტა-ბაწარის გზაზე წაღებულია მდინარე მათთახევის ხიდი და გარესამყაროს არის მოწყვეტილი პანკისის ხეობის სოფლები: დუისი, ჯოყოლო, ომალო და დუმასთური. ასევე, დაიტბორა სახლების ეზოები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

გარდა ამისა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურსა და კიდევ რამდენიმე სოფელში ხევის დაგუბებამ წყალდიდობა გამოიწვია. ბულაჩაურში სამ ადგილას ჩახერგილი გზა უკვე გაწმენდილია, იწმინდება ხევის კალაპოტი და სოფლის შიდა გზებიც. წყალი მოსახლეობას სახლებშიც შეუვიდა. სტიქიამ მოსახლეობის მიწის ნაკვეთები დააზიანა და ეზოები ქვიშით ამოავსო. ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია დაითვლის.

კომენტარები