პოლიტიკური შემოწირულობები

ყველაზე მეტი შემოწირულობა ქართულმა ოცნებამ და პატრიოტთა ალიანსმა მიიღეს

2014 წლის 13 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, ყველაზე მეტი ფულადი შემოწირულობა ქართულმა ოცნებამ და საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა მიიღეს. პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, პარტიამ - ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო შემოწირულობის სახით 243 022 ლარი მიიღო, საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა კი, 51 008 ლარი.

შემოწირულობის ოდენობით მესამე ადგილზეა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 13-30 ივნისის პერიოდში 24 020 ლარი მიიღო. შემდეგია, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა - 8 731 ლარი, საქართველოს გზა – 6 900 ლარი, ხალხის პარტია – 1 000 ლარი, დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო – 300 ლარი, მწვანეთა პარტია - 90 ლარი.

სულ პარტიების შემოწირულობებმა აღნიშნულ პერიოდში 335 071 ლარი შეადგინა.

კომენტარები