ქვეითთა უფლებები

ქვეითთა უფლებების დასაცავად თბილისში არტპროექტი გაიხსნა

არტ-პროექტი იარე ფეხით
ორგანიზაცია ”იარე ფეხით”

ორგანიზაცია „იარე ფეხით" შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით ქართულ საზოგადოებას ერთთვიანი პროექტით ქვეითთა უფლებებს შეახსენებს. პროექტის მთავარი მიზანია დიალოგის წამოწყება თბილისში ქვეითთა უფლებების დაცვისა და ფეხით სასიარულო ზონების გაუმჯობესების შესახებ.

დღეს, 1 ივლისს, ორგანიზაციამ პეკინი-მიცკევიჩის კუთხეში ფეხით სიარულის თემაზე ქვეითთა არტპროექტი გახსნა. „ზებრა გადასასვლელებს" შორის მდებარე ბანერზე, პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებული არტისტის, ნატო ბაგრატიონის ინსტალაცია "მწვანე კედელი" გამოფინეს. ღონისძიებაზე დარიგდა საგანმანათლებლო, საინფორმაციო ბროშურები ქვეითთა უფლება-ვალდებულებების შესახებ. პროექტის ფარგლებში კიდევ ორი ღონისძიება იგეგმება.

4 ივლისს 18:00-ზე ვაკის პარკში ინსტალაცია "BLACK" გაიხსნება, რომლის ავტორიც ქიტო ჩხაიძეა. დაუკრავს ჯგუფი Lady Heroine (სოლო LIVE კონცერტი ახალი პროგრამით). 5 ივლისს კი, 16:00-ზე, უნივერსიტეტის ქუჩაზე, ინსტალაცია "ჩემი ფეხები" გაიხსნება, რომლის ავტორიც ნიკა ქუთათელაძეა.

 

კომენტარები