წყალმომარაგება

GWP მისამართების მიხედვით წყლის მიწოდების აღდგენის დროს აქვეყნებს

Georgian Water and Power - თბილისში მისამართების მიხედვით წყლის მიწოდების აღდგენის საათებს აქვეყნებს. აღნიშნული განცხადება კომპანიის ოფიციალურ facebook გვერდზე განთავსდა. 

წყლის მიწოდების აღდგენის გრაფიკს უცვლელად გთავაზობთ:

”ქოშიგორის, ფერაძის, ხელაშვილის, სოფელ ზურგოვანს, ამერიკის საელჩოს დასახლებას, მუხათგვერდის ქუჩას, დიდ დიღომს და მიმდებარე კერძო დასახლებას, ტოიოტას მიდებარე ახალ დასახლებას, დიღმის მასივის 1 კვარტლის 10,11,12 კორპ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მიმდებარე დასახლებას, იასამნის , ბროწეულის , ბაქრაძის , გოთუას ქუჩებს, ზემო ვეძისის ნაწილს.

ჩამოთვლილ მისამართებს წყლის მიწოდება აღუდგებათ ეტაპობრივად 02/07/14 09:00 საათიდან

უიარაღოს ქ. ნოსტეს ქ. კახიანის, ძმობის, მუშათა , წრომის, კელაპტრიშვილის, ასკურავას, სტურუას, კისისხევის, წაღვერის, კაჭრეთის, კონდოლის, მაღაროს, კოდალოს, ლოტკინის ხევი, ენისელის და მ.მესხის 33-დან 41-მდე, 34-დან 48-მდე.

ჩამოთვლილ მისამართებს წყლის მიწოდება აღუდგებათ ეტაპობრივად 01:00 საათიდან

საბურთალოს რაიონი-სოფ.დიღომის(ნაწ), ვაჟა ფშაველა კვარტლებს, ნუცუბიძის მიკრო რაიონებს, ნუცუბიძის ქუჩას, ვაჟა ფშაველას გამზირს მეტრო დელისიდან სანდრო ეულის ქუჩამდე. შავგულიძის, ნადირაძის, ყაზბეგის გამზ. თმარაშვილიდან ქავთარაძის ქუჩამდე. პოლიტკოვსკაიას,

ჩამოთვლილ მისამართებს წყლის მიწოდება აღუდგებათ ეტაპობრივად 22:00 საათიდან

ვაკის რაიონი--მინდელის, გურიელის, გამრეკელის, ნადარეიშვილს, დელისის, ზაქარიაძის, ვ.ჩიქოვანის, უნივერსიტეტის, წყნეთის გზატ. სოფ.ბაგებს, ჭავჭავაძის გამზ. ყიფშიძის ქუჩიდან ბოლომდე,

ჩამოთვლილ მისამართებს წყლის მიწოდება აღუდგებათ ეტაპობრივად 22:00 საათიდან

ცენტროლიტის დასახლებას, ანდრონიკაშვილის , ბიჭვინთის, და რევოლუციის ქუცებს, კონიაკის დასახლებას, თემქის 3მ/რ. გლდანის მასივის მე-3,3ა,5,6,7,8 მიკრო რაიონებს, გლდანულას დასახლებას, გაზის დასახლებას, სოფელ გლდანს, სოფელ გიორგიწმინდას, მუხიანის სამხედრო დასახლებას და აგარაკებს, სასჯელაღსრულებითი დეპარტამენის გლდანის საპატრულოს.

ჩამოთვლილ მისამართებს წყლის მიწოდება აღუდგებათ ეტაპობრივად 01:00 საათიდან

გათიშვის არეალს დაემატა დაემატა მისამართები: ვაზისუბნის დასახლება და 1, 2, 3 და 4 მიკრო რაიონები

ჩამოთვლილ მისამართებს წყლის მიწოდება აღუდგებათ ეტაპობრივად 02/07/14 09:00 საათიდან” - ნათქვამია GWP-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიას, არაგვის ხეობაში წამოსულმა ხანგრძლივმა კოკისპირულმა წვიმამ პრობლემა შეუქმნა Georgian Water and Power არაგვის ხეობაში განთავსებული სათავო ნაგებობების ფუნქციონირებას.

უხვმა ნალექმა განსაკუთრებით გაართულა საგურამოსა და ბულაჩაურის წყალსადენის ობიექტების მუშაობა. არაგვის ადიდებულმა შენაკადებმა და ჭარბი ნალექისგან ახლადწარმოქმნილმა ხევებმა წყალსადენის ობიექტებემდე უხვად მიიტანა ლოდები, ნაშალი ქვები და ამოძირკვული ხეები, რამაც წყალსადენის ობიექტების ფუნქციონირებას ხელი შეუშალა და დილის 04:00 საათიდან შეფერხებები გამოიწვია თბილისის წყალმომარაგებაში.

კომენტარები