მურთაზ ზოდელავა

მურთაზ ზოდელავა ელიტა ბურჯთან დაკავშირებით დაკითხეს

ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა მოდულის შენობაში დაიბარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ზოდელავა მოწმის სახით დაიკითხა. თავად ზოდელავას თქმით, მას კითხვები ელიტა ბურჯთან დაკავშირებით დაუსვეს. ყოფილი მთავარი პროკურორის განცხადებით, დაკითხვაზე ყოველთვის იმ დროს იბარებენ, როდესაც ქვეყნიდან პირად საქმეებზე გამგზავრებას გეგმავს.  

"დაკითხვაზე დამიბარეს შპს ბურჯთან დაკავშირებით. თავი მგონია სიურრეალისტურ სამყაროში, რადგან ვინმე "რემენა", ვინმე "მაკენტოშა" და გარკვეული პირები, უპრობლემოდ შედიან და გადიან ქვეყანაში, ხოლო მე ამის პრობლემა მაქვს. როდესაც რაიმე საქმიან ვიზიტს დავგეგმავ, მაშინვე მიბარებენ დაკითხვაზე. ამ შემთხვევაშიც საქმე გვქონდა ამასთან. მეორეჯერ დავიკითხე ამ საქმეზე, მე ვფიქრობ, რომ ეს მეტწილად ეხება იმას, რომ მათ არ სურთ გადავკვეთო საზღვარი", - აღნიშნა ზოდელავამ. 

კომენტარები