ევროსასამართლოს გადაწყვეტილება

სააკაშვილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს საქართველოს გამარჯვებაა

radiotavisupleba.ge

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის განცხადებით, ევროსასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ სარჩელის მოგება დიდი სამართლებრივიდ ა პოლიტიკური გამარჯვებაა.

"ჩვენ მოვიგეთ სარჩელი სტრასბურგში და ეს არის საქართველოს დიდი სამართლებრივი და პოლიტიკური გამარჯვება. ჩვენ ეს სარჩელი შევიტანეთ 2007 წლის მარტში, საპასუხოდ იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები გამოყარეს რუსეთის ჯაშუშების დაკავების შემდეგ. ამ წლების განმავლობაში მე რამდენჯერმე შევხვდი იურდიულ გუნდს და 2012 წლის ივლისში სასამართლო გავიდა გადაწყვეტილების მისაღებად, ე.ი. ეს მოხდა ოქტომბრის არჩევნებამდე. ეს არის მთლიანად დამსახურება იმ იურიდიული გუნდის, რომელიც იმ წლებში მუშაობდა ამ საკითხზე. ერთი, რაც არის საწყენი, ევროსაბჭოს ჩვენი მაშინდელი ელჩი ზურაბ ჭიაბერაშვილი, არჩევნების შემდეგ ახალმა მთავრობამ გაასამართლა. სხვა რუსი ჯაშუშები იმავე ახალმა მთავრობამ გაუშვა და იურიდიული გუნდის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის თინა ბურჯალიანს, რომელიც ნამდვილი გმირია ამ საქმეში, არა მხოლოდ საქმე აღარ აქვს, არამედ პრაქტიკულად აღარ დაედგომება ამ ქვეყანაში. ისე შეუქმნეს საქმე, რომ ძირითადი დროის გატარება უცხოეთში მოუხდა. ეს, რა თქმა უნდა, არ არის სამართლიანი სიტუაცუა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავიცვათ საქართველოს ინტერესები, არ უნდა ვდევნიდეთ იმ ხალხს მინიმუმ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს იცავს. ახლა ერთადერთი, რაც დარჩენია ახალ მთავრობას, იმას მაინც მიაღწიოს, რომ რუსეთს კომპენსაციები დაეკისროს შემდეგი 12 თვის განმავლობაში და იმ ხალხმა მიიღოს კომპენსაცია იმ დიდი ტანჯვისთვის, რომელიც მათ რუსეთის იმპერიალისტურმა პოლიტიკამ მიაყენა", - განაცხადა სააკაშვილმა. 

 

კომენტარები