სამომხმარებლო ბაზარი

ბათუმელი მეღვინე The Japan Times-ში

ქართველი მეღვინე გელა დანელია საკუთარ ღვინის მაღაზიაში, ბათუმში
AFP-JIJI

1 ივლისს The Japan Times-მა გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით ქართველი მეღვინეები საკუთარ ფესვებს უბრუნდებიან.

სტატიაში  საუბრაია ქართველ მეღვინე გია დანელიაზე, რომლის მაღაზიაც ბათუმის პორტში მდებარეობს. როგორც გელა დანელია ამბობს, იგი წელიწადში მხოლოდ 8 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რისთვისაც იყენებს წინაპრების საიდუმლო ტექნიკას.

სტატია ამბობს, რომ დანელიას მეთოდი ოჯახური საიდუმლოა, თუმცა ქართული ტრადიციული პროცესი მოიცავს ღვინის თვეობით და წლობით შენახვას უზარმაზარ თიხის ჭურჭელში, რომელიც მიწაში ინახება.

The Japan Times ასევე აღნიშნავს ქართული სუფრის კულტურას გრძელი სადღეგრძელოებითა და მრავალფეროვანი კერძებით.

დანელიას თქმით, საქართველოში საბჭოთა პერიოდის დროს ხალხმა დაივიწყა ღვინის წარმოების ტრადიციული მეთოდები : „ნებისმიერი წითლად შეფერილი სითხე ქართული მარკით თავისუფლად იყიდებოდა რუსულ ბაზარზე, რამაც ქართული ღვინის ხარისხი მნიშვნელოვნად გააუარესა.“

სტატიაში ხაზგასმულია, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2006 წელს ქართულ ღვინოზე ემბარგო დააწესა, მეღვინეებმა დაკარგეს მთავარი ბაზარი და დაიწყეს ახალ სტრატეგიაზე ფიქრი, რამაც მრავალი მწარმოებელი დააბრუნა ღვინის წარმოების ტრადიციულ მეთოდებთან. 

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს UNESCO-ს მიერ ქვევრის მეთოდის შეტანამ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ჩამონათვალში, გაზარდა ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობა. როგორც ქართული ღვინის კლუბის პრეზიდენტი მალხაზ ხარბედია ამბობს, ეს მეთოდი ახლა გამოიყენება იტალიაში, საფრანნგეთში, გერმანიაში, ახალ ზელანდიასა და კალიფორნიაში.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ქართული ღვინისთვის რუსეთი კვლავ საექსპორტო ბაზრის ლიდერი გახდა

კომენტარები