ლუის სუარესი

ლუის სუარესს სოხუმის საფეხბურთო კლუბში თამაშს სთავაზობენ

ლუის სუარესი, ჯორჯო კიელინი
The Independent

ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბი ”ნარტი” მზადაა, დისკვალიფიკაციის პერიოდში ლუის სუარესთან კონტრაქტი გააფორმოს.

ოკუპირებული აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია FIFA-ს წევრი არ არის და, შესაბამისად, მისი აკრძალვები აფხაზეთის ჩემპიონატზე არ ვრცელდება. ”ნარტის” პრეზიდენტის გენადი ცვინარიას თქმით, ისინი ”ლივერპულისა” და ურუგვაის ნაკრების ლიდერის ფინანსურ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, სამაგიეროდ სუარესს სათამაშო პრაქტიკის და ვარჯიშის საშუალება ექნება.

”ნარტი” ოკუპირებული აფხაზეთის ცხრაგზის ჩემპიონია.

შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესს FIFA-მ ოთხთვიანი დისკვალიფიკაცია მისცა. ამის მიზეზი კი იტალია-ურუგვაის მატჩისას მომხდარი ინციდენტი გახდა. ლუის სუარესმა ჯორჯო კიელინის უკბინა. სუარესს ოთხი თვით აეკრძალა ფეხბურთის თამაში, ვარჯიში და გუნდთან ერთად სტადიონზე გამოჩენაც კი.

ცოტა ხნის წინ ლუის სუარესს კოსოვოს ერთ-ერთმა საფეხბურთო გუნდმაც შესთავაზა თამაში. კოსოვო, ისევე როგორც ოკუპირებული აფხაზეთი, FIFA-ს წევრი არ არის. 

კომენტარები