დაპირისპირება სასამართლოსთან

ნიკა მელია: ნარმანიას ეს ყველაფერი ვერ წაადგება

არჩევნების მეორე ტურამდე 8 დღით ადრე ხელისუფლება იქცევა როგორც ოპოზიციის ოპოზიცია და პრაქტიკულად მუშტიკრივზე გადმოდის, - ამის შესახებ ტაბულასთან საუბრისას თბილისის მერობის კანდიდატმა ნაციონალური მოძრაობიდან ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის ყოფილი მერისთვის გიგი უგულავასთვის წინასწარი პოატიმრობის შეფარდების საფუძველი არ არსებობდა.

„ბუნებრივია, ეს პროცესებს არათუ არ დააწყნარებს და ნორმალიზებას არ შეუწყობს ხელს, არამედ პირიქით, ხდება მეტი ესკალაცია. ამით ზიანი მიადგება არა ქართულ ოცნებას, არა ნაციონალურ მოძრაობას, არამედ, გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენს სახელმწიფოს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ამავე დროს, მისი თქმით, „ამით გაათმაგებული ენერგია მომეცა მე და ძალიან ბევრ ადამიანს ჩემს გარემო. და რაც არ უდნა სისხლის სამართლებრივი დევნა ახორციელონ მომდევნიო დღეებში, ბატონ ნარმანიას ეს ყველაფერი იმდენად ვერ წაადგება, რომ მან გამარჯვება მოიპოვოს მეორე ტურში".

მელიას განცხადებით, იგი სააღჩევნიო შტაბის უფროსის გარეშე დარჩა, ნარმანიას საარჩევნო შტაბში კი „მთელი პროკურატურა და მთელი პოლიციაა", „და ამას ისინი სამართლიან არჩევნებს ეძახიან".

კომენტარები