დაპირისპირება სასამართლოსთან

სასამართლოში თავისუფალი ზონის წევრების პროცესი იწყება

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინდელი დაპირისპირებისას დაკავებული თავისუფალი ზონის წევრების სასამართლო პროცესი იწყება. პროცესი 1 საათზე უნდა დაწყებულიყო. თუმცა, დარბაზის სიმცირით გამოწვეული ხმაურის გამო დაგვიანებით იმართება. ის უფრო დიდ დარბაზში ჩატარდება.

დაკავებული პირები არიან კონსტანტინე გაბაშვილი, გოჩა დარჯანია, დავით გოგოხია, ლაშა ჭიღლაძე, ირაკლი ჩხვირკია, ალექსანდრე ბედოიძე, ხვიჩა სუხიშვილი და ლაშა რუხაია. აღნიშნული პირების დაკავება მოხდა ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და ჯარიმას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეს მოსამართლე ნინო ყანჩაველი განიხილავს.

მათი პროცესის დასრულების შემდეგ უკვე კონსტანტინე გაბაშვილისა და დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

კომენტარები