დაპირისპირება სასამართლოსთან

თავისუფალი ზონის 5 წევრს სასამართლომ 100-100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

გუშინ სასამართლოსთან მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებულ თავისუფალი ზონის წევრებს ლაშა ჭიღლაძეს, ირაკლი ჩხვირკიას, ალექსანდრე ბედოიძეს, ხვიჩა სუხიშვილის და ლაშა რუხაიას მოსამართლე ნინო ყანჩაველმა 100-100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

მოსამართლემ დააკმაყოფილა 166-ე მუხლი, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. ხოლო არ დააკმაყოფილა 173-ე - პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომენტარები